ნოდარ ხადური სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა

26/04/2016

ადგილობრივი ბიუჯეტების მდგომარეობა, რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები განიხილეს დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურისა და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების სამუშაო შეხვედრაზე.
ყურადღება გამახვილდა რეგიონების საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0