საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტების პროექტების განხილვას დაესწრო.
მაგისტრანტებმა წარადგინეს პროექტები, რომლებშიც განხილული იყო მაკროეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა თეორიული ასპექტი, მათ შორის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის თავისებურებანი, ეკონომიკური ზრდის, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს, ინვესტიციების და მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფაქტორები, აგრეთვე, საგადასახადო ბალანსის გაუმჯობესების გზები.
ნოდარ ხადური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტების პროექტების განხილვას დაესწრო
05/07/2016