ნოდარ ხადური: ,,ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი”

01/03/2016

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაასტურა.

„მინდა გითხრათ, რომ მე ვმუშაობ – ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

გავრცელებული ცნობით, მარტში შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. არაოფიციალური ცნობით, თანამდებობის დატოვება მოუწევს ნოდარ ხადურსაც, რომლის შემცვლელადაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0