ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ძინ ლიცუნს შეხვდა. საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს რეგიონულ როლს და განიხილეს ბანკის პოტენციური საინვესტიციო პროექტები.
შეხვედრაზე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაში.
როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი შეინარჩუნებს მჭიდრო კომუნიკაციას ქართულ მხარესთან და მხარს დაუჭერს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
18/01/2016