ნოდარ ჭითანავას საიუბილეო საღამო გაიმართა

10/03/2016

დამსახურებული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ჭითანავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში, ჯჯ–ის ივენთ ჰოლში, ნოდარ ჭითანავას საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მოადგილე გიზო სართანია, მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, თბილისიდან ჩამოსული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრეებმა ნოდარ ჭითანავას აქტიურ საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ნოდარ ჭითანავა: სხვადასხვა დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის კოლმეურნეობის წევრი, ცეკავშირის #5 სამშენებლო სამმართველოს ზუგდიდის უბნის ბრიგადირი, საქართველოს ალკკ ზუგდიდის რაიკომიტეტის ინსტრუქტორი, საქართველოს კპ ზუგდიდის რაიკომის მეორე, პირველი მდივანი, საქართველოს კპ პოლიტგანათლების სახლის კონსულტანტი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, 1970-1990 წლებში საქართველოს კპ სენაკის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0