ნინო წილოსანი ჰაიდელბერგის სოციო-სამართლებრივი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

07/12/2023

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ჰაიდელბერგის სოციო-სამართლებრივი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

„სტუმრებმა აღნიშნეს, რომ დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. ვისაუბრეთ არსებულ საჭიროებებზეც. რადგან ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მსხვერპლის დაცვაზე, გვსურს, რომ მოძალადის ქცევის კორექციაზე დამატებითი ძალისხმევა ჩავდოთ, რომ მოძალადეც გამოვიყვანოთ იმ ქცევის მოდელიდან, რომელიც მას აქვს. შევთანხმდით, რომ კონკრეტული აქტივობები, მათ შორის, სემინარისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის სახით, მომავალი წლიდან გვექნება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0