ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

29/09/2023

ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევებისა და სარწყავი სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსიმ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე; საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ნინო თანდილაშვილმა სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„დიდი გამოცდილების მქონე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობაზე. ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც სახიფათო ნარჩენების მართვას უკავშირდება. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა კავშირშია საზოგადოების ჯანმრთელობასთან, გარემოს დაცვასთან, სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე ღონისძიებებთან. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. ჩვენს გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ; გვქონდა გარკვეული გამოწვევები, თუმცა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველაფერი გავაკეთეთ და დღეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ეს არის ეროვნული საკითხი, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ღია ვართ ახალი შესაძლებლობების მისაღებად და პარტნიორობისთვის. იმედი გვაქვს, მომავალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსიმ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და განსაკუთრებული ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. შეხვედრას EBRD-ის ასოცირებული დირექტორი თეა მელიქაძე და კლიმატის საკითხებში EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კონსტანტინე კინწურაშვილი ესწრებოდნე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0