ნინო ბერძული ჯანმოს 66-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

16/09/2016

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს 66-ე სესიაზე ქ. კოპენჰაგენში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ევროპის რეგიონში რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, დედათა ჯანმრთელობის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან აღნიშნულს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს. გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოს მიერ, რეპროდუქციული ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველომ შეამცირა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობა და მიაღწია ათასწლეულის მე-4 მიზანს, დედათა და პერინატალური სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა, აბორტების რიცხვი აღნიშნულ პერიოდში თითქმის განახევრდა, და გაიზარდა თანამედროვე კონტრაცეპციული მეთოდების მოხმარება.
ნინო ბერძულის განცხადებით აღნიშნულ პროგრესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა და პროგრამულმა ინიციატივამ და 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დანერგილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული პროგრესისა, კვლავ რჩება მნიშვნელვანი გამოწვევები. საჭიროა ჯანდაცვის სერვისების შემდგომი გაძლიერება, მტიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციებისა და შედეგზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ასევე, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები და ახალი რეალობები მოზარდთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მათი ცოდნის დონის ამაღლებიდან გამომდინარე საჭიროებების, ასევე – რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე მათი ხელმისაწვდომობის კუთხით.
„ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მუდმივი გაუმჯობესება ჩვენს პრიორიტეტად რჩება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არცერთი ქალი და ბავშვი არ დარჩეს მის მიღმა.“ განაცხადა ნინო ბერძულმა
საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ამ მიზნის მიღწევისკენ და აქვს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების განზრახვა, არსებული პოლიტიკის შეფასების და გაუმჯობესების გზით.

საქართველო ამ ეტაპზე (2017-2030 წ.წ.) ახალი, მომავალზე გათვლილი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შეჯერების პროცესშია, რომელიც შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეპროდუქციული ჯანრმთელობის ევროპის სამოქმედო გეგმასთან. ახალი სტრატეგიული დოკუმენტი მოიცავს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობას, ოჯახის დაგეგმვის, ახალგაზრდების სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ეფუძნება ადამიანის უნივერსალურ უფლებათა დაცვის პრინციპებს, ადამიანებზე ორიენტირებულ ზრუნვას, პოლიტიკის ხედვის თანმიმდევრულობას, სერვისების მიწოდების უწყვეტობას და სიცოცხლის მანძილზე მზრუნველობის მიდგომას, საუკეთესო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ქმედებებს, ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, მმართველობის გაძლიერებას და ინტერსექტორული შესაძლებლობების განვითარებას, კერძოდ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალურ სექტორს შორის.“
ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკთხებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 66-ე სესიაზე – მინისტრის მოადგილემ, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ: „2030 მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა შეუძლებელია გენდერული თანასწორობისთვის სათანადო ყურადღებისა და ამ საკითხის მიმართ ყოვლისმომცველი და პოლიტიკური მიდგომის გარეშე. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქალთა უფლებების დაცვის მიზნით სათანადო გარემოს შექმნაში და შემდგომშიც გააძლიერებს ქმედებებს ადრეული ქორწინებისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად და გენდერულად მგრძნობიარე აქტივობების ყველა მიმართულებით განსახორციელებლად.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0