ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედებას გაეცნო

15/08/2016

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედების პირველ ფაზას საოჯახო მედიცინის ცენტრ „მედსი”-ში გაეცნო. მინისტრის მოადგილე ცენტრის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია, რა შეცვალა ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებამ და რამდენად მოქნილი გახდა მომსახურება ამ სისტემაზე გადასვლის შემდეგ. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებამ ექიმებს დანიშნულების მარტივად და ოპერატიულად გამოწერის შესაძლებლობა მისცა: „დანიშნულება იწერება ელქტრონულად, რაც ავტომატურად გადმოდის ისტორიებში, კლინიკაში არის ელექტრონული ისტორიები და ეს მათ ძალიან უმარტივებს მუშაობას,“ – აღნიშნა კლინიკა „მედსი“-ს მენეჯერმა, ნინო ქობულაძემ. ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის გაცემის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციასაც გაეცნო. კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, ახალი სისტემის ამოქმედებიდან დღემდე 400-ზე მეტი ელექტრონული რეცეპტი გაიცა.
ელექტრონული რეცეპტის სისტემა 11 აგვისტოს ამოქმედდა. ამ დროისთვის ახალ სისტემაზე გადასვლა ნებაყოფლობით, შემდგომში კი სავალდებულო წესით მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0