ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

05/07/2016

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი – გაგიკ კარსლიანი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული “მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის” მოთხოვნებიდან გამომდინარე, განიხილეს სტატუსის არ მქონე პენსიონერების ბაზაში შეტანისთვის მოთხოვნილი საბუთების დროულად წარმოდგენაზე წარმომადგენლების მიერ პენსიონერებზე ხელშეწყობის საკითხი , რათა პენსიონერებისაგან მოთხოვნილი დამატებითი საბუთების საფუძველზე მათთვის მიენიჭოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, ასევე აღადგინოს ბაზაში და თითოეულ პენსიონერს ჰქონდეს – 216 ლ.(მაღალმთიანობის დანამატთან ერთად) პენსიის მიღების შესაძლებლობა .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0