დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ზემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ბეჯან სუხაშვილთან ერთად სოფლის მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation – MCC) მიერ ხორციელდება. მილენიუმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სკოლის ინფრასტრუქტურისა და ლაბორატორიების განახლება წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
07/08/2018