საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის ვიცე-სპიკერს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობა და მისი გაძლიერების საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ლუქსემბურგის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.
ნიკოლოზ სამხარაძე ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის დელეგაციას შეხვდა
03/03/2023