ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

05/07/2016

მინისტრთა კაბინეტში ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “რესპუბლიკელი” მინისტრების თაობაზე დასმული კითხვის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, რომ ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სურვილზე ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველი არის პრემიერ-მინისტრი და ის მოიქცევა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო დადებითი და პოზიტიური იყოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0