ნაძალადევის რაიონში “ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს

28/03/2016

თბილიში, ნაძალადევის რაიონში, “ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. როგორც prof-news-ს “ლიბერთი ბანკში” განუცხადეს, მძარცველი ბანკში 11:00 საათზე შეიჭრა, წაღებულია თანხა, თუმცა ოდენობას ბანკში არ აკონკრეტებენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათი განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0