ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის #4 ში, 56-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, პარლამენტის წევრ მიხეილ ყაველაშვილთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსთან თემურ თორდინავასთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
ახალი 8 ჯგუფიანი საბავშვო ბაღი 2018 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება და ის 300-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ასევე იგეგბემა 60-მდე ადამიანის დასაქმება.
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება
11/08/2017