”ნაციონალური მოძრაობა” მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ვარიანტს, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს

21/04/2016

“ნაციონალური მოძრაობა” მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ვარიანტს, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს,- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
დაეხმარებიან თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის მიერ ინიცირებული მოდელის პარლამენტში ინიცირებას და შემდგომ მხარდაჭერას, როგორც მან განაცხადა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ვარიანტს, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო სისტემის ფუნდამენტალურ ცვლილებას და გააუმჯობესებს დღეს არსებულს.

“იმ ვარიანტზე, რომელზედაც შევჯერდებით, ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ. იქნება ეს გერმანული მოდელი, რეგიონალურ-პროპორციული, თუ მრავალმანდატიანი მოდელი, ჩვენ ვართ ძალიან მოქნილები და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ვარიანტს, რომელზეც იქნება კონსენსუსი”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0