ნაცატუს საბავშო ბაღში დაზიანებული საკვები აღმოაჩინეს

16/06/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნაცატუს საბავშო ბაღის გამგის ირმა ნაჭყებიასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ბრიფინგის თემას ეხმიანება და აღნიშნავს რომ, ნაცატუს ადმინისტრაციული ერთეულის საბავშო ბაღის გამგე ირმა ნაჭყებია თანამდებობიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის ინსპექტირების დასკვნის საფუზველზე აღმოჩენილი სანიტარული დარღვევების გამო გათავისუფლდა. კერძოდ საბავშო ბაღში ერთ-ერთი ინსპექტირების დროს აღმოჩენილ იქნა მღრღნელების მიერ დაზიანებული საკვები პროდუქტები, ვაშლი, ფქვილი და ასევე კვერცხი რომელსაც ვადა ორი თვის წინ გაუვიდა. აღნიშნული გარემოებების არსებობა ადგილზე შედგენილ ოქმზე ხემოწერით დაადასტურა იმ დროისთვის მოქმედმა ბაღის გამგემ ირმა ნაჭყებიამ.
აღნიშნული საბავშო ბაღი შიდა აუდუტის ინსპექტირების დროს გადამოწმების შედეგად ორჯერ იქნა გაფრთხილებული და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული.
სიცოცხლისათვის საფთხის შემცველი პროდუქტების საბავშო ბაღში არსებობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა აიპი. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს მიმართა რეკომენდაციით ბაღის პასუხისმგებელი პირის მიმართ გამოყენებულ იქნას ცენტრის წესდების მიხედვით დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განმარტებით „ის არ იქნება შემწყნარებელი არც ერთი პირის მიმართ ვინც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის და განსაკუთრებით მოზარდის სიცოცხლეს და უმკაცრეს ზომებს მიიღებს იმ პირების მიმართ ვინც სათუთად არ მიუდგება ბაღის აღსაზრდელებს. პოლიტიკური მსოფლმხედველობა ხელს არ შემიშლის ასეთ შემთხვევაში კანონით დადგენილი ზომები მივიღო“აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0