ნატო-ს სურს დიალოგის გაფართოება

08/07/2016

ნატო-ს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში იმ პარტნიორების ჩართვა, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. მისივე თქმით, ამ წუთებში კომუნიკეზე ისევ მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ პროექტის დონეზეა, ამიტომ დეტალურად საუბარი ჯერ შეუძლებელია.

”რაც შეეხება განცხადებას, მე მქონდა პატივი მასზე მემუშავა და მეწარმოებინა მოლაპარაკება თქვენს ელჩთან, პროცესი დასრულებული და შეთანხმებულია. საქართველო უნდა ელოდოს იმას, რაც უნდა, რომ მოსახლეობამ გაიგოს – ეს არის ბუქარესტის სამიტის ძალაში დატოვება, ნატო-ს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები არის განცხადებაში. საქართველოს მოქალაქეები ახალ განცხადებაში ნახავენ რამდენიმე სიახლეს, მაგალითად იმას, რომ ნატო ახდენს ყურადღების კონცენტრირებას შავ ზღვაზე, ფართოვდება ინტერესი. იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, ამ პირობებში ნატო-ს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში იმ პარტნიორების ჩართვა, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ”, – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება, მაგრამ განცხადება დაადასტურებს, რომ დიალოგი იქნება რეგულარული და მსგავსი დიალოგი არსებობს შვედეთთან და ფინეთთანაც.

”არ მიყვარს სიტყვა ფორმატი. ჩვენ არ ვქმნით უწყებას, ეს იქნება ყველგან, ყველა კომიტეტში, გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველო და უკრაინა ჩართული არიან დიალოგში. ყველანი ერთად უნდა ვისხდეთ დიალოგის მაგიდასთან”, – განაცხადა აპატურაიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0