ნატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს

19/04/2020

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს.

„მაშინ, როცა ქართველები აღდგომას უჩვეულო ვითარებაში აღნიშნავენ, COVID კრიზისი საზღვრების გასწვრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშველოვანს, ქარელის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს კი კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის. ნატო მომავალშიც განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,“ – წერს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0