ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა პროექტის ,,მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში. პროექტს ახორცილებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ახლო მომავალში გაიწერება 5 წლიანი გეგმა ნარჩენების მართვის მუნიციპალური გეგმის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.
ნარჩენების მართვის მუნიციპალური გეგმა
09/12/2016