ნარმანიას თქმით, ლილოში მიუსაფართა ახალი თავშესაფარი უკვე ამოქმედდა

05/01/2016

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიუსაფართა ახალი თავშესაფარი გაიხსნა.

ნარმანიას თქმით, თავშესაფარი, რომელიც ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს, უსახლკარო ადამიანების მისაღებად მზადაა.

„ჩვენ ახალი საცხოვრისი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ცივილური ფორმით მოვემსახუროთ ადამიანებს, რომლებიც უსახლკაროები და მიუსაფრები არიან. ამ ადამიანებისთვის არსებობს ყველანაირი პირობები, როგორც სამედიცინო, ასევე კვებითი მომსახურება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არ აქვს სახლ-კარი ზამთრის სეზონის განმავლობაში, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ მოვემსახუროთ ყველა ადამიანს“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, მიუსაფარი ადამიანები თავშესაფარში პირადი მიმართვის საფუძველზე ან პატრულის დახმარებით ხვდებიან.

დედაქალაქის მერის თქმით, მეტროსადგურ „დელისთან“ გუშინ გარდაცვლილ მამაკაცთან დაკავშირებით თავშესაფრისთვის არავის მიუმართავს.

„დელისის“ მეტროსთან გარდაცვლილ ადამიანს, როგორც მე ვიცი, გულის პრობლემები ჰქონდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა მისი გარდაცვალება. ჩვენ ამ ადამიანთან დაკავშირებით, თავშესაფარში მის მიღებასთან დაკავშირებით რამე მიმართვა არ გვქონია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0