დღეს, მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, პარლამენტის წევრებთან დიმიტრი ხუნდაძესთან და ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი ხიდი გახსნა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ხიდი კომპანია „British Petroleum“-ის მფლობელობაში არსებულ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენს კვეთს, რის გამოც პროექტი განსაკუთრებული სიფრთხილით ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში, არსებული სწორკუთხა მილ-ხიდის ნაცვლად მოეწყო ახალი სახიდე გადასასვლელი. ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზა ქ. მცხეთაში გადის და ქალაქის ძირითად სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს. ახალი სახიდე გადასასვლელი, უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 569 000 ლარია.
ნარეკვავი-მცხეთის გზაზე ახალი ხიდი აშენდა
13/10/2016