მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის საკონფერენციო დარბაზში, მდ. ნაკრაზე 3–საფეხურიანი მცირე სიმძლავრის ჰესების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე შპს „ეკოჰიდროპლიუსის“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ იგეგმება პროექტის განხორციელება. შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ბატონი ზაურ ჩართოლანი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ნაკრაზე 3–საფეხურიანი მცირე სიმძლავრის ჰესების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვა გაიმართა
23/06/2017