ნადიმ ვარშანიძე მახვილაურის მოსახლეობას შეხვდა

07/03/2016

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყო. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ მახვილაურის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა პირველ რიგში გზის კეთილმოწყობა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება მოითხოვეს.
პარალელურად მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ზედა ჭარნალის, ახალსოფლის, ავგიის, ჭარნალის, მახინიჯაურის, შუა მახინჯაურის, განთიადის, მახვილაურის, შარაბიძეების, ხელვაჩაურის, ერგეს, ზედა ერგეს, ქვედა ჯოჭოს, ზედა ჯოჭოსა და ახლშენის მეურნეობის მოსახლეობას შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0