ნადიმ ვარშანიძე ახალშენის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა

26/03/2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძე დღეს ახალშენის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პირველი პირი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ილია ნაკაშიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან მერაბ კარანაძესთან, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან და ახალშენის მაჟორიტარ დეპუტატთან გურამ დუმბაძესთან ერთად იმყოფებოდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა სასმელი წყლის, გარეგანათებისა და გზების მოწესრიგება მოითხოვეს. გამგებელმა მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირთან ერთად სამომავლოდ განსახორცილებელი პროექტებზეც ისაუბრეს.
2013–2016 წლებში ახალშენში ადგილობრივი ბიუჯეტით დაბეტონდა 20 კილომეტრამდე გზა(დაიხარჯა 800 ათასი ლარი), წყალმომარაგების მიმართულებით 12 პროექტი განხორციელდა( 1,6 მილიონამდე ლარი), 30 ფერდსამაგრი კედელი მოეწყო ( 200 000 ლარი), მოსაცდელებიხ და გარეგანათებების 15 პროექტი გაკეთდა (140 000 ლარი), მოეწყო 5 სანიაღვრე არხი, გაიცა პლასტმასის მილები 5000 მეტრი, 2 ბაღი და 1 სკოლა გარემონტდა (80 000 ლარი) და კიდევ სხვა პროექტები განხორციელდა.
2013–2016 წლებში ახალშენის თემში ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო ინვესტიცია განხორციელდა.
ამჟამად ახალშენში 5 პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე „სოკარ–ჯორჯია გაზის“ მიერ აქტიურად გრძელდება გაზიფიცირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0