ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

22/03/2016

რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლის განცხადებით, სასჯელის ასეთი მკაცრი ზომა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქმეში არ არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები.

აღსანიშნავია, რომ როდესაც მოსამართლემ განაჩენის კითხვა დაიწყო, მან ეს პროცედურა შეწყვიტა, რადგან უკრაინელმა მფრინავმა ხალხური სიმღერა წამოიწყო და მოსამართლის ხმა ჩაახშო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0