მჯერა, თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს

26/08/2016

მჯერა, თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ მოხდეს ყველა კურორტის განვითარება და ამასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.

„რაც შეეხება ჯაჭვლიანს, მინდა ვუსურვო წარმატება. მჯერა თეთნულდის განვითარებაში ჯაჭვლიანი თავის წვლილს შეიტანს. მის დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული შეფასებები მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის” შეფასებაა“, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნაც, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0