აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით პროექტ „მხიარული რეგიონის“ ფარგლებში ბათუმის საზაფხულო თეატრში აჭარის მუნიციპლიტეტებს შორის მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრი გაიმართა. გუნდები ერთამანეთს ოთხ საკონკურსო კატეგორიაში – მისალმება, ბიატლონი, სტემი და მუსიკალური სკეტჩი ეჯიბრებოდნენ.
მან-სან-კანში ქობულეთის გუნდი ახალგაზრდული განყოფილების მხარდაჭერით მონაწილეობდა.
პროექტი „მხიარული რეგიონი“ ტრადიციულია. იგი ყოველწლიურად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხორციელდება.
“მხიარული რეგიონი”
Thursday March 3rd, 2016