მხარის რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს მართავს

16/04/2019

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხები ბესიკ ამირანაშვილმა გარემოს დაცვის ინსპექციისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მხარის რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს მართავს. შეხვედრებზე ადგილობრივები თავად უზიარებენ თუ რა საჭიროებები და პრობლემებია აქტუალური მათთვის. ასევე, ისინი უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იღებენ ინფორმაციას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით. დღეს ბესიკ ამირანაშვილმა, სწორედ მათთან შეხვედრის დროს წამოჭრილი – გარემოს დაცვასა და სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა გარემოს დაცვის ინსპექციისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრაზე პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებზე იმსჯელეს. მხარეების განცხადებით ადგილობრივების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში სწორედ მათი აზრის და საჭიროების გათვალისწინებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და სამხარეო ადმინისტრაცია მაქსიმალურად იქნება ჩართული ხალხის მიერ დასახელებული საკითხების მოგვარებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0