მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ „წილკნის ბაზა“ დაათვალიერა

06/06/2016

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ წილკანში მოქმედი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „წილკნის ბაზა“, მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ დაათვალიერა.
ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ლაბორატორია, სათბური, საცდელი მეურნეობა გააცნო და სამომავალი გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
სახემწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, „წილკნის ბაზის“ თანამშრომლებს სამხარეო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა – მდგრადი/მწვანე რეგიონის მოდელი წარუდგინა, რომელიც ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებასა და პროდუქციის მოყვანას გულისხმობს.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედი სოფლის მეურნეობის რეგიონული განვითარების კომისია და სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტები საპილოტე პროექტების განხორციელებაზე ერთობლივად იმუშავებენ, რაც ენდემურ და პერსპექტიული ახალი კულტურების, ჯიშების გაშენება-გამრავლებას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0