მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

26/02/2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს უმასპინძლა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარის რწმუნებულმა სომხეთის ელჩს შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებაც გააცნო ინფორმაცია. მიხეილ შაყულაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთო ინტერესებზე მორგებული და მნიშვნელოვანი პროექტების განორციელებას. შეხვედრის ბოლოს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0