მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

28/06/2017

მცხეთის თემის ბაღების გაერთიანებას კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატება.
დღეს, 28 ივნისს, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ აბესაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი ნატახტარში იმყოფებოდნენ და აღნიშნული საბავშვო ბაღის საძირკვლის ჩასხმას ადევნებდნენ თვალს, რომლის მშენებლობას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აფინანსებს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სამება“ 744439 ლარის ღირებულების პროექტით განახორციელებს.
ოთხ ჯგუფზე გათვლილი ნატახტრის საბავშვო ბაღის მშენებლობა სავარაუდოდ 2018 წლის 1 ივლისისთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0