მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ავტოპარკს ოთხი ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა – საგზაო გრეიდერი, ტვირთამწე, ორი ერთეული ავტომობილი პიკაპი გადაეცა. ტექნიკა მუნიციპალიტეტებს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და მხარდაჭერით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. აღნიშნული პროექტი აშშ-ის ევროპული სარდლობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის შესაძლებლობების ამაღლებით, მათ შორის აუცილებელი აღჭურვილობის გადაცემითა და სპეციალური წვრთნებით ითვალისწინებს.
მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს ოთხი ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა გადაეცა
05/06/2020