მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 3 ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

06/11/2019

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 3 სახიდე გადასასვლელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. არსებული ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში, ხიდის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა.
აღნიშნულ გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტრადა კიდევ 2 ხიდს: მდინარე ქისტურაზე არსებულ ხიდს, რომლის ღირებულება 795 000 ლარია და მდინარე თერგზე არსებულ ხიდს, სადაც სამუშაოების ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0