მცხეთა-მთიანეთში „ერისთავობა 2018“ აღინიშნა

01/10/2018

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატომა შალვა კერესელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსნოვნას.

„დღეს ჩვენი სახელოვანი გმირების ხსოვნას მივაგებთ პატივს. შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ღვაწლი ერის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია – ისინი არა მხოლოდ მშობლიურ მიწა-წყალს იცავდნენ, ბრძოლისა და ქვეყნისადმი თავდადების ჟინს აღვივებდნენ ქართველ ერში. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი ღირსეული გმირების ხსენების დღე. ვისურვებდი ქვეყანას კიდევ მრავლად აღეზარდოს ასეთი გმირები“ – მიმართა შეკრებილ საზოგადოებას მხარის გუბერნატორმა.

„ერისთავობა 2018“ ტრადიციულად წეროვნის დევნილთა დასახლებაში გაიმართა. ღონისძიება საეკლესიო პარაკლისით დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. შეკრებილ საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა ქართული ჭიდაობისთვის ედევნებინა თვალი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0