მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

20/12/2018

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. შალვა კერესელიძე ჭოპორტის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინა. სოფლის მოსახლეობამ მხარის რწმუნებულთან შეხვედრის სურვილი რამდენიმე დღის წინ თავად გამოთქვა. შალვა კერესელიძემ სოფელში მოქმედი ბაღიც დაათვალიერა, რომელიც გაფართოებას საჭიროებს. რწმუნებული გაეცნო ადგილობრივი ახალგაზრდების ხედვას სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

„მისასალმებელია, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ასე ზრუნავენ სოფლის განვითარებაზე. გამოვკვეთეთ აქტუალური საკითხები, რომელთა მოწესრიგებაზე მომავალი წლიდან აქტიურად ვიმუშავებთ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0