მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

10/01/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. ამ დროისათვის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ მცხეთაში, სადგურის დასახლებაში, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში. ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქ დუშეთის რამდენიმე დასახლებაში, აგრეთვე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზეც. აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის, სათანადო ღონისძიებები ღამის საათებშიც განხორციელდა. საჭიროების შემთხვევაში კი, უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0