მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ასოციაცია „ნაკვალევი“ ( doing the project is Humanity) საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აჰმადია მუსლიმ ესოსეიშენი“ (AHMADIYA MUSLIM ASSOCIATION) სამხარეო ადმინისტრაცია და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებს საკვები პროდუქტებით დაეხმარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა,მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარძემ და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა სასურსათო კალათა, წილკანში და წეროვანში დასახლებულ დევნილებს დღეს პირადად მიუტანეს. სურსათ-სანოვაგე გარდა წეროვანის და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისა რეგიონის მასშტაბით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდა. ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ჯამში სულ 12 588 სასურსათო კალათაა გაცემული.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ ას ოჯახს სურსათ-სანოვაგე გადაეცა
16/06/2020