მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ ას ოჯახს სურსათ-სანოვაგე გადაეცემა

11/06/2020

ასოციაცია „ნაკვალევი“ და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აჰმადია მუსლიმ ესოსეიშენ“ (AHMADIYA MUSLIM ASSOCIATION) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ას ოჯახს დაეხმარება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასურსათო კალათა, რომელშიც სხვადასხვა სახის პროდუქტი შედის დღეს სამხარეო ადმინისტრაციას გადასცეს. გუბერნატორის ადმინისტრაცია კი სურსათ-სანოვაგეს რეგიონის მასშტაბით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გადაანაწილებს. სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძემ გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა,რომ მსგავსი საქველმოქმედო სახის აქციები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ჯამში სულ 12 588 სასურსათო კალათაა გაცემული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0