მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა განიხილეს

21/05/2020

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფერმერებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ხუცაიძემ აგრარულ სექტორში დასაქმებულ პირებს გეგმით გათვალისწინებული სიკეთეები გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

„აგრარული სექტორის განვითარება და აღნიშნულ სექტორში დასაქმებული პირების თანადგომა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა შეღავათით ისარგებლონ და განავითარონ, ან გააფართოვონ ფერმერული საქმიანობა. აუცილებელია ჩვენი რეგიონის მცხოვრებლები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულნი ანტიკრიზისული გეგმის სიკეთეების შესახებ. ამისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0