მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ აბესაძემ და „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (RCDA) და OXFAM _ ის წარმომადგენლებმა მოინახულეს მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული კოოპერატივები : „მუხრანი აგრო“ – სოფ. მუხრანი, „ნიჩბურა“ -სოფ სასხორი, “ნიჩბურა-2015“ -სოფ. ნიჩბისი და „ლიახვი2015“ – სოფ. საგურამო, შეხვდნენ კოოპერატივების წევრებს და ამ თემების მაცხოვრებლებს.
შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების გაცნობა. კოოპერატივის წევრებსა და თემის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გასაუბრებოდა მხარის გუბერნატორს და გაეცნო მისთვის კოოპერატივსა და თემში არსებული პრობლემები. გუბერნატორი მოსახლეობას მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კოოპერატივის წევრებს შეხვდა
19/05/2016