მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდამჭერი პროგრამა გაგრძელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით,ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს – ტურიზმის ინდუსტრიას, კერძოდ, მცირე და საოჯახო სასტუმროებს და მოახდინა 6 თვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე ბანკის 12 თვის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული, სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, იმ სასტუმროებს, ვინც უკვე მოგვმართა, დამატებითი აპლიკაციის წარდგენა არ დასჭირდებათ. ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ მოუმართავს, 10 ოქტომბრამდე შეუძლია მიმართოს დამფინანსებელ ბანკს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომ მოხდეს 12 თვის ბანკის სესხის პროცენტის დაფინანსება.