,,მუხრანობა 2016“ აღინიშნა

29/09/2016

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში დღესასწაული ,,მუხრანობა 2016“ აღინიშნა, სადაც მცხეთა – მთიანეთის რეგიონისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
დღესასწაულზე თიანეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობდა ააიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. წარმოდგენილი იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ხელოვნების წრის პედაგოგის თამარ მოსახლიშვილის ნამუშევრები. მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით მაყურებლის წინაშე წარდგნენ თიანეთის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი წრეების მოსწავლეები: ნინი ჩიბურიძე, ერეკლე ფოლადიშვილი, ლელა ჯაბანიშვილი, ნიკა ბალღიაშვილი და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ნაკადულების“ წევრები : თათია უშიკიშვილი, თამარ ბუწანკალური, ანა შუშანაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0