ქალაქ ბოლნისში ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერი მალე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, რამდენიმე დღეა სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დაიგება ბაზალტის ფილები, მოეწყობა სკამები, მწვანე ზონა და მინი ატრაქციონები. დასვენება სკვერში სასიამოვნო გახდება პატარებისთვისაც. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ ეტაპზე ამორტიზირებული ქვაფენილის დემონტაჟს და ზედაპირის მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებს. ობიექტზე ადგილბრივი მუშა ხელია დასაქმებული. სექტემბრის ბოლოსთვის ბოლნისს კეთილმოწყობილი სკვერი შეეემატება.
მუსიკალური სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება
04/08/2016