მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს, შეხვედრას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ნაპრელი და ადგილობრივი თვითმმართველობების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ის პროექტები რომლებიც ქალაქ თელავში და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება: თელავის ხევის რეაბილიტაცია,უსახელო ხევის რეაბილიტაცია, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ფეკალური კანალიზაციის გამყვანი კოლექტორის მოწყობა. აღნიშნული პროექტების ღირებულება ჯამში 20 მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა თელავის საქართველოს 5 ქალაქიდან ერთ-ერთი იქნება სადაც ფეკალური მასების გამწმენდი ნაგებობა აშენდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლებმა თელავში შეხვედრა გამართეს
19/09/2016