მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

22/06/2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0