ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ბავშვთა დღის ცენტრებს და საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს. აქციაში საკონდიტრო საწარმო „ალუბლებიც“ ჩაერთო, რომელიც ყოველი წლის 1 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს სადღესასწაულო ტორტს გადასცემს.
სპეციალურად ამ დღისთვის ოზურგეთის საბავშვო თეატრის მსახიობები მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ბავშვებისთვის სპექტაკლებს მართავს.
მუნიციპალიტეტმა ბავშვთა დღის ცენტრებს საჩუქრები გადასცა
01/06/2016