ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური მიწვევით, ლატვიის ქალაქ მადონას სტუმრობდნენ.
დელეგაციის წევრებმა ქალაქის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც გამგებლის მოადგილემ ანზორ სვანიძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში მეგობრული შეხვედრები გაიმართა ლატვიის პრეზიდენტთან რაიონდს ვეიონისთან და ქალაქ მადონას მერთან ანდრეი ცელაპიტერსთან. მისივე განმარტებით, დელეგაციაში ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა „ვაჟთა სახალხო ვოკალური ანსამბლი „ბორჯომი“, რომელმაც ადგილობრივებს საკუთარი ქალაქის დღესასწაული ქართული ხალხური სიმღერებით მიულოცა. მათ მთავარ კულტურულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
მიწვეულმა სტუმრებმა მადონაში მდებარე მართმადიდებლური ეკლესიაც მოინახულეს, რომლის წინამძძღვარი წარმოშობით ქართველი მამა ელიზბარია. ანსამბლის წევრებმა წირვის განმავლობაში ტაძარში საგალობლები შეასრულეს, შემდეგ კი სადღესასწაულო ლიტაობაში მიიღეს მონაწილეობა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ასევე ქალაქ მადონაში ლუდის ქარხანა და ადგილზე გაეცნენ მისი წარმოების ტექნოლოგიას.
როგორც კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ აღნიშნა, ბორჯომი და მადონა დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2013 წლის 25 აგვისტოდან ატარებენ. ამ ხნის განმავლობაში ორ ქალაქს შორის მჭირდო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტეტების ინიციატივით, პერიოდულად ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარება, რაც თავისთავად ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.
ოფიციალურ ვიზიტში იმყოფებოდნენ ასევე იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა გიორგი ჭანკოტაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა მიხეილ წეველიძემ და ზურაბ კურტანიძემ ასევე კულტურის ცენტრის უფროსნმა ნუნუ ხოლუაშვილი.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ლატვიაში დამეგობრებული ქალაქის 90 წლის იუბილეზე მიიღეს მონაწილეობა
13/06/2016