მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თუშეთში იმყოფებოდნენ

05/05/2016

5 მაისს, თუშეთში იმყოფებოდნენ გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძე, მათ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს, სურსათ-სანოვაგე და საჭირო მედიკამენტები გადასცეს.
ფრენის მიზანი ასევე იყო იმ მოსახლეობის გადაყვანა მთაში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა და ტვირთის გადაზიდვა საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად. დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით თუშეთის მიმართულებით სულ სამი ფრენა განხორციელდა და ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი იქნა გადაყვანილი მთაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0