საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს განახლებული სასწავლო პროცესი გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ზოია ლელაძემ მიულოცა. ახალი სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა. მიმდინარე წელს ზესტაფონში კიდევ ორი, სრულიად ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. ახალი ბაღების მშენებლობა ქვედა საქარასა და ცხრაწყაროში დასრულებულია. ქვედა საქარის საბავშვი ბაღი 75 აღსაზრდელს მიიღებს და სამ ჯგუფზე იქნება გათვლილი. ცხრაწყაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება კი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალ სასწავლო კორპუსებში სასწავლო პროცესი ოქტობრის თვეში დაიწყება.
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა
19/09/2016